logo_geo
უკრაინის ქალაქ დონეცკში სამი აფეთქება მოხდა
- +

18 თებერვალი. 2019. 16:08

 

 

უკრაინის ქალაქ დონეცკში სამი აფეთქება მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ორი აფეთქება იმ სასტუმროს სიახლოვეს განხორციელდა, სადაც ეუთო-ს მისიის წარმომადგენლები ცხოვრობენ.

 

მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

ერთ-ერთი ვერსიით, პირველი აფეთქება გაზგამანაწილებელ ობიექტზე მოხდა. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებების შემდეგ ქალაქის ცენტრში სროლის ხმა ისმოდა.

 

ქალაქ დონეცკს რუსეთისგან მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი