logo_geo
50 Cent-ს პოლიცია მოკვლით ემუქრებოდა
- +

18 თებერვალი. 2019. 17:43

 

ნიუ-იორკის პოლიციამ რეპერ "50 Сent"-ის მიმართ გამოთქმული მუქარის საქმეზე გამოძიება დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით ძალოვანი სტრუქტურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, თანამშრომლებს ცნობილი რეპერისთვის ცეცხლის გახსნა ურჩია.

 

2018 წლის ივნისის თვეში, რაციის საშუალებით ინსპექტორმა ემანუელ გონსალესმა, კოლეგებს ამერიკული შოუბიზნესის წარმომადგენლის მოკვლა უბრძანა. შემთხვევას ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი სერიოზულად მოეკიდა და საქმეში მაშინვე ადვოკატები ჩართო. ემანუელ გონსალესის განცხადებით, ეს ყველაფერი მხოლოდ ხუმრობა იყო. გავრცელებული ინფორმაციით რეპერსა და პოლიციის დეპარტამენტის მოადგილეს შორის უთანხმოება აქამდეც მომხდარა. 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი