logo_geo
ხორვატიაში ქალი დის ცხედარს 18 წელი მაცივარში ინახავდა
- +

19 თებერვალი. 2019. 23:39

 

 

ხორვატიის სამხრეთ ნაწილში მდებარე სოფელ პალოვეცში ქალის ცხედარი იპოვეს, რომელიც 18 წლის წინ გაუჩინარდა. ამის შესახებ Index.hr წერს.

 

იასმინა დომინიჩი 2000 წელს დაიკარგა, როდესაც ის 32 წლის იყო. თავდაპირველად ნათესავები ამტკიცებდნენ, რომ ქალი საზღვარგარეთ წავიდა და საფრანგეთში მუშაობს.

 

ოჯახმა პოლიციას მხოლოდ 2005 წელს მიმართა. მაშინ სახლის ტერიტორია გაჩხრიკეს, თუმცა შიგნით არ შესულან.

 

როგორც გაირკვა, ამ ხნის განმავლობაში პარკში გახვეული ქალის ცხედარი სახლში მაცივრის საყინულეში იყო დამალული. ამ სახლში ახლა იასმინას და და დისშვილი ცხოვრობენ.

 

ადგილობრივი პრესის ცნობით, ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც დენის გათიშვის გამო მაცივარში მოთავსებული ცხედრის სუნმა გაუჩინარებული ქალის დის სიძე შეაწუხა. პოლიცია სწორედ მან გამოიძახა.

 

სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ ქალი მისმა უფროსმა დამ მოკლა. ის უკვე დააკავეს. დანაშაულის დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი