logo_geo
ბრიტანელ ქალს სიმსივნის გამო მოკვეთილი ენა ხელიდან აღებული მასალით აღუდგინეს
- +

20 თებერვალი. 2019. 01:11

 

 

ბრიტანელ ქალს სიმსივნის გამო ენა ჯერ მოაჭრეს და შემდეგ აღუდგინეს. ამის შესახებ გამოცემა „Daily Mail“ წერს.

 

58 წლის ჯოანა სმიტი, პირის ღრუში გაჩენილი წყლულის გამო, ექიმთან გასული წლის ოქტომბერში მივიდა. კვლევისას აღმოჩნდა, რომ ეს წყლული რეალურად ენის სიმსივნე იყო. ექიმების თქმით, რომ არა ჩატარებული ოპერაცია, პაციენტი მხოლოდ 6-დან 8 თვემდე იცოცხლებდა.

 

იანვარში ქალს, ფაქტობრივად, მთელი ენა მოაჭრეს მცირე უბნის გარდა, რათა შემდეგ აღდგენა შესაძლებელი გამხდარიყო. ექიმებს მისთვის გლანდების და კბილების დიდი ნაწილის ამოღებაც მოუხდათ. ოპერაცია 15 საათს გრძელდებოდა. მასში 29 სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა. ბოლო 5 საათი ენის აღდგენისთვის დასჭირდათ. ამ ოპერაციისთვის მათ მარცხენა ხელის კანი და ვენები დასჭირდათ.

 

საბოლოოდ, წარმატებული ოპერაციის შედეგად სმიტმა კიბო დაამარცხა. ახლა მას თავისუფლად შეუძლია ლაპარაკიც და ნებისმიერი საკვების მიღებაც. ამჟამად ექიმები მისი რეაბილიტაციის დასრულებას ელოდებიან იმისათვის, რომ კბილებიც აღუდგინონ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი