logo_geo
კარლ ლაგერფილდის სიკვდილის მიზეზი ცნობილია
- +

20 თებერვალი. 2019. 02:01

 

 

გამოცემა „Daily Mail“-ი მსოფლიო მოდის ლეგენდის კარლ ლაგერფილდის სიკვდილის მიზეზად პანკრეასის კიბოს ასახელებს. 

 

85 წლის ცნობილი დიზაინერი 19 თებერვალს გარდაიცვალა.

 

 გერმანიაში დაბადებული კარლ ლაგერფილდი, რომელიც 30 წლის განმავლობაში , „Chanel"-ის სახლის კრეატიული დირექტორი იყო, უკანასკნელ თვეებში ავადმყოფობდა.

 

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო კარლ ლაგერფილდი იანვარში, პარიზში გამართულ ჩვენებას ვერ დაესწრო. კომპანიის წარმომადგენლებმა ჩვენებაზე მისი არ ყოფნის მიზეზად გადაღლილობა დაასახელეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი