logo_geo
სამხრეთ კორეაში კაცს მუცლიდან 2 კილოგრამი ქვა, მონეტა და ბოთლის თავსახური ამოუღეს
- +

20 თებერვალი. 2019. 11:51

 

სამხრეთ კორეის ქალაქ კოანში მცხოვრებ კაცს მუცლიდან დაახლოებით 2 კილოგრამი ქვა, მონეტა და ბოთლის თავსახური ამოუღეს. ამის შესახებ „Daily Mail“ წერს.

 

54 წლის კაცმა ექიმს მუცლის ტკივილის ჩივილით მიმართა. მას მუცელი შებერილი ჰქონდა. პაციენტმა აღიარა, რომ დასამშვიდებლად სხვადასხვა ნივთებს ყლაპავს.

 

რენტგენის შემდეგ ექიმებმა ქირურგიული ოპერაცია დანიშნეს. კაცმა საავადმყოფოში 9 დღე გაატარა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი