logo_geo
სტამბოლის პროკურატურამ 295 მოქმედი სამხედროს დაკავების ორდერი გასცა
- +

22 თებერვალი. 2019. 10:51

 

„ორგანიზაცია FETO-ს საქმიანობის გამოძიების ფარგლებში, სტამბოლის პროკურატურამ 295 მოქმედი სამხედროს დაკავების ორდერი გასცა“, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Hurriyet ავრცელებს.

 

დაკავების რეიდი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ეჭვმიტანილებს შორის ასევე არიან ოფიცრები, ორი პოლკოვნიკი, ვიცე-პოლკოვნიკი და რვა მაიორი.

 

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისს თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების ჯგუფი შეეცადა სამხედრო გადატრიალება მოეწყო. შეტაკებები ძირითადად სტამბოლსა და ანკარაში მოხდა, რის შედეგადაც 250 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ანკარა აღნიშნულში გიულენს ადანაშაულებს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი