logo_geo
„აშშ გაერო-ს აჩვენებს თავის ღირებულებას ძალის დემოსტრირებით“
- +

28 იანვარი. 2017. 12:29



„აშშ გაერო-ს აჩვენებს თავის ღირებულებას ძალის დემოსტრირებით", - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ახალმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ.

 

„ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია, გაერო-ს ჩვენი ღირებულება ვუჩვენოთ და ამას ჩვენი ძალის დემონსტრირებით განვახორციელებთ. ჩვენ გვექნება მოკავშირეების მხარდაჭერა და ასევე მოკავშირეებს ჩვენი მხარდაჭერა. მათ კი, ვინც მხარს არ გვიჭერს, ჩვენ დავიმახსოვრებთ, ჩვენ პირდაპირ გამოვთქვამთ სათქმელს და შესაბამისად მოვახდენთ რეაგირებას", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.


მისივე თქმით, აშშ-ს ახალი წარმომადგენლობა ჰყავს გაერო-ში და ახალი ამერიკული დელეგაცია უფრო „ჭკვიანურად" იმუშავებს.

 

„აშშ-ს ახალი წარმომადგენლობა ჰყავს გაერო-ში. გუშინ ვესაუბრეთ ჩვენი დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს და თქვენ დაინახავთ ცვლილებებს", - დასძინა ნიკი ჰეილიმ.

 

 


 

big_banner
არქივი