logo_geo
მარია ზახაროვა: აშშ ვენესუელას საზღვართან მასშტაბური პროვოკაციის მოწყობას გეგმავს
- +

22 თებერვალი. 2019. 17:36

 

 

„23 თებერვალს აშშ ვენესუელას საზღვართან მასშტაბური პროვოკაციის მოწყობას გეგმავს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

 

„ვენესუელაში მოვლენათა განვითარება კრიტიკულ ზღვარზეა. ეს ყველას ესმის. 23 თებერვლისთვის დაგეგმილია მასშტაბური პროვოკაციის მოწყობა. ე.წ. ჰუმანიტარული კოლონა ვენესუელას საზღვარს გადაკვეთს, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მოქმედი ხელისუფლების მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების დაპირისპირება, რაც საბაბს იძლევა მოქმედი ლეგიტიმური პრეზიდენტის ხელისუფლებიდან გადაყენების მიზნით ძალისმიერი აქციის განხორციელებისთვის“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

 

მისივე თქმით, აშშ ვენესუელას საზღვრებთან სპეციალურ ძალებსა და ტექნიკას უყრის თავს.

 

 

 

 

big_banner
არქივი