logo_geo
ყაზახურ ფულზე რუსული წარწერა გაქრება
- +

23 თებერვალი. 2019. 02:25

 

ყაზახურ ეროვნულ ფულის ერთეულ ტენგეზე რუსული წარწერა გაქრება - წერს გამოცემა „meduza.io“.

 

ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის მიერ მიღებული დადგენილებით, ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე, წარწერები მხოლოდ სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს. 

 

უცხოურ ენაზე წარწერები დასაშვებია მხოლოდ საინვესტიციო და კოლექციისთვის განკუთვნილ მონეტებზე. ეროვნული ვალუტის დიზაინი ახლა დამუშავების სტადიაშია. 

 

ყაზახეთის კონსტიტუციაში წერია, რომ რუსული ენა გამოიყენება სახელმწიფო დაწესებულებებსა და თვითმმართველობის ორგანოებში. მაგრამ ქვეყანაში სახელმწიფო ენის სტატუსი მხოლოდ ყაზახურ ენას აქვს მინიჭებული.

 

 

 

 

big_banner
არქივი