logo_geo
რატომ დააპატიმრეს მამალი ჰონდურასში?
- +

28 იანვარი. 2017. 16:37



„Daily Mail"-ის ცნობით, ჰონდურასში მამალი ციხის საკანში მოათავსეს, რადგან ის ქალაქ ტრუხილიოში მეზობლების ჩხუბის მიზეზი გახდა.


კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კაცმა საკუთარ მიწის ნაკვეთზე მეზობლის მამალი აღმოაჩინა და არ მოეწონა, რომ ფრინველი მის ხეებზე დაძვრებოდა და ხმაურობდა. პრეტენზიებმა მეზობელი აღაშფოთა და ჩხუბიც დაიწყო. როდესაც ერთ-ერთი მეორეს მოკვლით დაემუქრა, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა კი კაცების ნაცვლად მამალი დიჭირეს და საკანში წაიყვანეს. პოლიციელებმა თქვეს, რომ მამალს მეზობლების შერიგების შემდეგ დააბრუნებენ.


საკანში გამომწყვდეული მამლის ფოტო ჰონდურასის სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა. ერთ კადრში პოლიციელები მას საიდენტიფიკაციო საჭდევს უკეთებენ, მეორეში კი - გისოსებს მიღმაა გამოკეტილი.



 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი