logo_geo
კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვიეტნამში მატარებლით გაემგზავრა
- +

25 თებერვალი. 2019. 02:36

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ვიეტნამში მატარებლით გაემგზავრება, სადაც მომავალი კვირის სამიტზე მეორედ შეხვდება აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.

 

ლიდერების 2-დღიანი სამიტი 27 თებერვალს ვიეტნამში გაიხსნება. კორეული მედიის ინფორმაციით, ვიეტნამისა და ჩინეთის საზღვრამდე მას 60 საათი დასჭირდება, რის შემდეგაც გზას ჰანოიმდე ბრონირებული მანქანით გააგრძელებს.

 

გასულ წელს სინგაპურში დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი „კორეის ნახევარკუნძულის სრულ ბირთვულ განიარაღებაზე" შეთანხმდნენ. ვიეტნამში ამერიკული მხარე ამ გეგმის პრაქტიკულ განხორციელებაზე შეთანხმებას მიღწევას შეეცდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რეალური ნაბიჯი გადადგას ბირთვული იარაღის პროგრამის განადგურებისაკენ. იქნება ეს ბირთვული ობიექტის დახურვა თუ ბირთვული შეიარაღების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ხოლო ფხენიანი ითხოვს, ამერიკამ სანქციები გააუქმოს ან 1950-იანი წლების კორეის ომი, ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადოს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი