logo_geo
ვენესუელისა და კოლუმბიის საზღვარზე შეტაკება გრძელდება
- +

25 თებერვალი. 2019. 14:15

სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება 23 თებერვალს დაიწყო, როდესაც ვენესუელის ოპოზიციის წევრებმა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება შეტანა სცადეს. მანამდე ვენესუელის პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ აღნიშნული ზონები ჩაკეტა.

 

ნიკოლას მადუროს განცხადებით, ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისი არ არსებობს, ჰუმანიტარული დახმარების შეტანა კი, პროვოკაციაა. კრიზისის ფონზე მადურომ კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

 

ვენესუელაში კოლუმბიის საზღვრიდან ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის მცდელობის დროს რამდენიმე სატვირთო მანქანა დაწვეს.

 

როგორც ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ლუის ალმაგრომ განაცხადა, შეტაკების დროს სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, 335 დაშავდა.

 

ვენესუელის ეროვნულმა გვარდიამ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

 

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ხუან გუაიდომ 23 იანვარს თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა.

 

აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ევროპის 20 ქვეყანამ გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარეს. მათ შორის საქართველომაც.

 

რუსეთი, ჩინეთი და რამდენიმე ქვეყანა ვენესუელის პრეზიდენტად ნიკოლას მადუროს აღიარებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი