logo_geo
კორსიკაზე ტყის ხანძარს ვერ აქრობენ
- +

25 თებერვალი. 2019. 17:27

 

საფრანგეთში, კუნძულ კორსიკაზე ტყის ხანძარი მძვინვარებს.

 

„The Local“-ის ინფორმაციით, ცეცხლის სწრაფ გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

 

მედიის ინფორმაციით, ხანძრის ერთ-ერთი ძლიერი კერა ქალაქ კალვისთან ფიქსირდება, სადაც 1300 ჰექტარი ტყეს დამწვარი.

 

ხანძრის ქრობის პროცესში თვითმფრინავები ჩართეს, რადგან მეხანძრეები ხანძრის კერამდე მისვლას ვერ ახერხებენ.

 

ამჟამად დასახლებულ პუნქტში არც ერთი სახლი დამწვარი არ არის.

 

კუნძულის სამხრეთ ნაწილში, აიაჩოსთან კი 80 ჰექტარი ტყეა დამწვარი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი