logo_geo
კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი რანგის სასულიერო პირს სექსუალურ ძალადობაში ბრალი დაუმტკიცეს
- +

26 თებერვალი. 2019. 14:40

 

კარდინალი ჯორჯ პელი კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი რანგის პირველი სასულიერო პირია, რომელიც სექსუალური ძალადობის ფაქტზე გაასამართლეს.

 

სასამართლოს თანახმად, კარდინალი პელი 1996 წელს მელბურნის საკათედრო ტაძარში, 16 წლამდე ასაკის მგალობელ ბიჭებზე სექსუალურად ძალადობდა. თავად სასულიერო პირი ბრალს არ აღიარებს.

 

კარდინალ პელის საქმეზე განაჩენს სასამართლო ხვალ გამოიტანს. სასულიერო პირმა ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი