logo_geo
„კანადა ომსა და ტერორს გამოქცეულ ადამიანებს სიხარულით მიიღებს“
- +

29 იანვარი. 2017. 15:11


 


კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ომსა და ტერორიზმს გამოქცეული ადამიანების მიღების სრული მზაობა გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით იგი ამერიკის შეერთებული შტატების მიგრანტებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გაემიჯნა.

 

„დევნას, ომსა და ტერორს გამოქცეულ ადამიანებს კანადა სიხარულით მიიღებს, მათი რელიგიური შეხედულებების მიუხედავად. მრავალფეროვნება ჩვენი ძალაა", - განაცხადა ჯასტინ ტრიუდომ.


განსხვავებული პოლიტიკური ხედვის მიუხედავად, ჯასტინ ტრიუდომ დონალდ ტრამპის კრიტიკისგან თავი შეიკავა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონსა და ოტავას ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებთ და მჭიდრო ეკონომიკური კავშირი აქვთ.


ჯასტინ ტრიუდომ მსოფლიოს ყურადღება ქვეყანაში 13 თვის განმავლობაში 40 ათასი სირიელი მიგრანტის მიღებით მიიპყრო. 2017 წლის ბოლომდე კანადა ქვეყნის ტერიტორიაზე 300 ათასი მიგრანტის შეშვებას გეგმავს, უმეტესი მათგანი ეკონომიკური მიგრანტი იქნება, თუმცა მათ შორის ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული ლტოლვილებიც იქნებია 

 

big_banner
არქივი