logo_geo
აშშ-მა ოსამა ბინ ლადენის შვილზე, ინფორმაციისათვის ჯილდოდ ერთი მილიონი აშშ დოლარი დააწესა
- +

1 მარტი. 2019. 23:02

 

 

აშშ-მა ალ-ქაიდას ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის შვილზე, ჰამზა ბინ ლადენზე ინფორმაციისათვის ჯილდოდა ერთი მილიონი აშშ დოლარი დააწესა.

მათ მიაჩნიათ, რომ ჰამზა ავღანეთისა და პაკისტანის სასაზღვრო ტერიტორიაზე იმყოფება და ისლამისტური დაჯგუფების ლიდერი ხდება.

უკანასკნელ წლებში მან აუდიო და ვიდეო მესიჯები გაავრცელა და მიმდევრებს ოსამა ბინ ლადენის მოკვლაზე შურის საძიებლად აშშ-ზე და მის დასავლელ მოკავშირეებზე თავდასხმისაკენ მოუწოდებდა.

ოსამა ბინ ლადენი აშშ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმმა 2011 წელს პაკისტანში მოკლა. მისი საცხოვრებლიდან მოპოვებული წერილების მიხედვით ჩანს, რომ საკუთარ შემცვლელად ბინ ლადენი სწორედ ჰამზას ამზადებდა.

 

 

ჰამზა ბინ ლადენი ამჟამად დაახლოებით 30 წლისაა. ის აშშ-მა გლობალური ტერორისტების სიაში 2 წლის წინ შეიყვანა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით ჰამზამ ცოლად 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორის და შემსრულებლის, მუჰამედ ატას ქალიშვილი მოიყვანა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ ამჟამად ტერორისტული დაჯგუფება ძალებს იკრებს და შესაძლოა ახალ თავდასხმებს ამზადებდეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი