logo_geo
ალაბამას შტატში ტორნადოს 22 ადამიანი ემსხვერპლა
- +

4 მარტი. 2019. 10:53

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალაბამას შტატში ტორნადოს 22 ადამიანი ემსხვერპლა. ლის ოლქის შერიფის განაცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან დაკარგულების შესახებ ინფორმაციას პოლიცია ჯერ კიდევ იღებს.

 

დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. სტიქიის შედეგად 50-მდე ადამიანია დაშავებული.

 

ალაბამას შტატის გუბერნატორმა, კეი აივიმ მოსახლეობას შეატყობინა, რომ ამინდი შესაძლოა, ისევ გაუარესდეს და შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

აშშ-ის ამინდის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 266 კილომეტრს აღწევდა. ალაბამას შტატში 10 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

ალაბამას ლის ოლქში 4 მარტს სკოლები დახურული იქნება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი