logo_geo
აშშ ვენესუელის ხელისუფლების შესაცვლელად კოალიციას ქმნის
- +

4 მარტი. 2019. 13:09

 

აშშ ნიკოლას მადუროს და მისი რეჟიმის შეცვლის მიზნით კოალიციის შექმნაზე მუშაობს.

 

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, აშშ ცდილობს მადუროს ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანად მოხდეს.

 

„მსურს ვიხილო რაც შეიძლება ფართო კოალიცია, რომ მადუროს და მისი კორუმპირებული რეჟიმის ჩანაცვლება მოხდეს. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ“, -განაცხადა ბოლტონმა.

 

ტრამპის მრჩეველმა აღნიშნა,რომ ადმინისტრაციას არ ეშინია „მონროს დოქტრინის“ ფრაზის გამოყენება, რომლის მიხედვით, ამერიკის ორივე კონტინენტი შეერთებული შტატების ინტერესის სფეროშია.

 

ამიტომ, ბოლტონის თქმით, აშშ-ის სურს,რომ ტირანია დასრულდეს როგორც კუბაში, ნიკარაგუაში, ასევე ვენესუელაში.

 

ბოლტონის თქმით, აღნიშნულ გზაზე ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ვენესუელაში 20-25 ათასი კუბის სპეცსამსახურების თანამშრომლები იმყოფებიან, რაც „სრულად დაუშვებელია“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი