logo_geo
„გიყვარდეთ საკუთარი ნაიარევები“ - მხარდაჭერა ადამიანებს, რომელთაც სხეულზე იარები აქვთ
- +

4 მარტი. 2019. 13:39

 

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა, სილვია მაკმა კამპანია წამოიწყო, რომელიც ხალხს მოუწოდებს უყვარდეთ თავიანთი სხეული და ნაიარევები, მიიღონ საკუთარი თავები ისეთი როგორიც არის.

 

„მე წამოვიწყე კამპანია მათთვის, ვინც იტანჯება სხეულზე ნაიარევების ქონით. მე მათ ჩემს მხარდაჭერას ვანახებ“, - აღნიშნა სილვია მაკმა.

 

ფოტოგრაფი ოთხი წლის ასაკში ცხელ წყალში ჩავარდა, რის შედეგადაც სხეულზე ნაიარევები დარჩა. ამიტომ მისი თქმით, მისთვის ნაცნობია საკუთარი სხეულითა და ნაიარევებით უკმაყოფილება.

 

„ხალხს ვუზიარებ ჩემს სურათებს, რათა ისინი მიხვდნენ, რომ შეუძლიათ გახდნენ ნებისმიერი პროფესიის ადამიანები - მოცურავეები, მსახიობები, მოცეკვავეები, ექიმები, ადვოკატები და ა.შ. არ მიცეთ უფლება იმან თუ როგორ გამოიყურებით, ხელი შეგიშალოთ მიზნის მიღწევაში“, - თქვა სილვია მაკმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი