logo_geo
მანილას აეროპორტში წებოვანი ლენტით დაბმული 1500-ზე მეტი კუ იპოვეს
- +

5 მარტი. 2019. 02:08

 

ფილიპინებზე პოლიციამ მანილას აეროპორტში 1500-ზე მეტი ცოცხალი კუ იპოვა, რომლებიც წებოვანი ლენტით იყვნენ გადაბმულები. კუები ოთხ სამგზავრო ჩანთაში იყვნენ გადანაწილებულები. როგორც „BBC“ წერს, მათი გაყიდვის შემთხვევაში მიღებული შემოსავალი 86 ათას დოლარზე მეტი იქნებოდა.

 

პოლიცია ვარაუდობს, რომ აეროპორტში ჩემოდნები მას შემდეგ დატოვეს, რაც გადამზიდავებმა (ან გადამზიდავმა) ცხოველთა ტრეფიკინგთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედი მკაცრი კანონმდებლობის შესახებ გაიგეს.

დამნაშავეების დაკავების შემთხვევაში მათ ორ წლამდე პატიმრობა და ფულადი ჯარიმა ემუქრებათ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი