logo_geo
დონალდ ტრამპს ტყუილები დაუთვალეს
- +

5 მარტი. 2019. 02:11

 

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის 773 დღის განმავლობაში 9,014-ჯერ იცრუა. ტყუილები ტრამპს „The Washington Post“ -მა დაუთვალა.

 

გამოცემა წერს, რომ 2019 წელს ტრამპი დღეში საშუალოდ 22-ჯერ ცრუობს ან ისეთ საჯარო განცხადებებს აკეთებს, რომლებსაც მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.

 

პუბლიკაციის თანახმად, პრეზიდენტობის პირველ წელს თეთრი სახლის ლიდერი დღეში საშუალოდ 5,9-ჯერ ცრუობდა.

 

გასულ წელს ეს მაჩვენებელი 16,5-მდე გაიზარდა, წელს კი 20-ს გადააჭარბა.

 

„The Washington Post“-ის ინფორმაციით, ტრამპმა რეკორდი 2 მარტს გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე მოხსნა, სადაც თავისი ადმინისტრაციის მიღწევებზე საუბრისას 100-ზე მეტი ტყუილი თქვა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი