logo_geo
ჰილარი კლინტონი 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
- +

5 მარტი. 2019. 18:04

 

 

ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, ჰილარი კლინტონი ამბობს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. News12-თან ინტერვიუს დროს მან აღნიშნა, რომ პოლიტიკაზე საუბარს გააგრძელებს და პოლიტიკური ველიდან არ გაქრება.

 

ჟურნალისტის კითხვაზე აპირებს თუ არა, კენჭი იყაროს გუბერნატორის, მერის ან სხვა არჩევით თანამდებობაზე, კლინტონმა უპასუხა, რომ ნაკლებად სავარაუდოა. კლინტონი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კანდიდატის მხარდასაჭერ კამპანიაში მონაწილეობას აქტიურად მიიღებს.

 

აშშ-ს ყოფილმა პირველმა ლედიმ და სახელმწიფო მდივანმა პრეზიდენტობა ორჯერ სცადა. 2008 წელს ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატობისთვის იბრძოდა, სადაც მისი მთავარი კონკურენტი ბარაკ ობამა იყო. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კლინტონმა შიდაპარტიულ ბრძოლაზე უარი თქვა და ობამას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

 

ობამას რვაწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ კლინტონი საპრეზიდენტო მარათონში ისევ ჩაერთო. პრაიმერიზში მან მთავარი კონკურენტი ბერნი სანდერსი დაამარცხა და დემოკრატების საერთო კანდიდატი გახდა. საბოლოოდ, ჰილარი კლინტონი რესპუბლიკელ დონალდ ტრამპთან დამარცხდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი