logo_geo
VOLVO სინგაპურში უპილოტო ავტობუსების ტესტირებას იწყებს
- +

5 მარტი. 2019. 20:17

 

 

შვედური ავტომწარმოებელი კომპანია - VOLVO, სინგაპურში მიმდინარე წელს სრულად ავტონომიური, ელექტრო ძრავის მქონე ავტობუსის გამოცდას გეგმავს. სინგაპური თავისი სიმჭიდროვის გამო ყოველთვის მხარს უჭერდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

 

ავტობუსი სიგრძეში 12 მეტრია, იმდენივე რაც თბილისში მოძრავი ლურჯი MAN-ის ავტობუსები. ისინი საერთო ჯამში 80 მგზავრზეა გათვლილი. ტესტირება რამდენიმე კვირაში დაიწყება, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში ქალაქ-სახელმწიფოს სატრანსპორტო სისტემაში 2022 წლამდე, უპილოტოების სრულფასოვანი ინტეგრირების პროცესი უნდა დაიწყოს.

 

ბოლო რამდენიმე წელია ელექტრომობილებთან ერთად, უპილოტო ტრანსპორტმა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა, თუმცა, ჯერჯერობით უსაფრთხოების გარანტიების არქონის გამო, მათი მოძრაობის ლიცენზია ჯერ არც ერთ ქალაქში არაა გაცემული.

 

რაც შეეხება VOLVO-ს, ის 1927 წელს შვედეთში დაფუძნდა. ავტობუსების გარდა, ის მსუბუქ ავტომობილებსა და სატვირთოებსაც უშვებს. მისმა წმინდა მოგებამ 2017 წელს 82 მლრდ კრონი, ანუ $9 მლრდ შეადგინა. კომპანიაში 95 000 ადამიანია დასაქმებული.

 

 

big_banner
არქივი