logo_geo
რა ღირს ჩანთა, რომელშიც არაფერი ეტევა
- +

6 მარტი. 2019. 22:42

 

ფრანგი დიზაინერის, სიმონ პორტე ჟაკმუსის ახალი ჩანთა, რომელიც საკრედიტო ბარათზე პატარაა ზომისა და პირველად პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა, ნამდვილ სენსაციად იქცა. ეს ერთი ციცქნა ჩანთა ზომით სულ რამდენიმე სანტიმეტრია და მისი დიზაინი სხვდასხვა ფერშია გადაწყვეტილი.

 

ახალი ტრენდის აყოლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა — ჩანთების ფასი 700 დოლარამდე აღწევს. მინიატურული ჩანთა 29 წლის დიზაინერის ინსტაგრამის გვერდზეც გამოჩნდა.

 

ახალ კოლექციას სოციალურ მედიაშიც მოჰყვა გამოხმაურება. "როცა ემოციური ტვირთი არ გაქვს სატარებელი", - წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.

 

აღსანიშნავია, რომ ფრანგი დიზაინერი მინიატურული აქსესუარების ხაზის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. შემდეგი აქსესუარი სათვალე იქნება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი