logo_geo
ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს: ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ
- +

7 მარტი. 2019. 12:03

 

 

„ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“, - ამის შესაცებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უზრუნველვყოთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება. უეჭველია, რომ ამგვარი მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

პუტინი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება.

 

„როგორც შევთანხმდით, ჩვენ გავაგზავნით დამკვირვებლებს სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებთ, რათა საპარლამენტო არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიაროს“, - აღნიშნა პუტინმა.

 

 

big_banner
არქივი