logo_geo
ვენესუელაში დივერსიის გამო 21 შტატს ელექტროენერგია შეუწყდა
- +

8 მარტი. 2019. 12:05

 

ვენესუელაში, ელ-გურის ჰიდროელექტროსადგურზე დივერსიის შედეგად, ქვეყნის 23-დან, 21 შტატს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

 

ელექტროენერგია არ მიეწოდება დედაქალაქ კარაკასსაც. ბოლივარის შტატში მდებარე ჰიდროელექტროსადგური მსოფლიოში სიმძლავრით მეოთხეა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონის მცხოვრებლებს.

 

ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის სრულად აღდგენა დღის ბოლომდე უნდა მოხდეს. ავარიული მდგომარეობის გამო, ფუნქციონირება შეწყვიტა დედაქალაქის მეტროპოლიტენმა.

 

ნიკოლას მადურომ მომხდარი აგრესიულ აქტად შეაფასა.

 

 

 

big_banner
არქივი