logo_geo
ბრიტანეთი ირანის დაკავებული ქალის დიპლომატიურ დაცვას განახორციელებს
- +

8 მარტი. 2019. 13:39

 

ბრიტანეთი ირანის ხელისუფლების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქალის დიპლომატიურ დაცვას განახორციელებს.  ირანული წარმოშობის ბრიტანელი ქალის, ნაზანინ ზაღარი-რატკლიფის დიპლომატიურ დაცვას განახორციელებს.

 

„ტომსონ როიტერის“ ფონდის პროექტის მენეჯერი, ირანის ხელისუფლებამ, ჯაშუშობის ბრალდებით 2016 წელს დააკავა და ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ლონდონის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საქმე სამომავლოდ განიხილება, როგორც ფორმალური, სამართლებრივი დავა ორ სახელმწიფოს - ბრიტანეთს და ირანს შორის.

 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯერემი ჰანტის განცხადებით, დიპლომატიური დაცვის მინიჭებას დაპატიმრებული ქალის გასათავისუფლებლად „ჯადოსნური ჯოხის“ ეფექტი არ ექნება, თუმცა „მნიშვნელოვანი დიპლომატიური ნაბიჯია“.

 

დიპლომატიური დაცვა საერთაშორისო სამართალში იშვიათი სამართლებრივი პროცედურაა. სახელმწიფოს შეუძლია დიპლომატიური დაცვის გამოყენება თავისი მოქალაქის დასაცავად, რომლის უფლებები სხვა ქვეყნის მიერაა დარღვეული. თავად ნაზანინ ზაღარი-რატკლიფი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ირანში თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად, მშობლების სანახავად ჩავიდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი