logo_geo
კოლორადოს შტატში ზვავის ჩამოწოლის გამო სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხდა
- +

8 მარტი. 2019. 14:04

 

აშშ-ის კოლორადოს შტატში, რამდენიმე ადგილზე, ზვავის ჩამოწოლის გამო, სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხდა. დაკეტილია ორი ავტომაგისტრალი, რის გამოც შტატის რამდენიმე სამთო-სათხილამურო კურორტამდე მისასვლელი გზა ბლოკირებული აღმოჩნდა.

 

ზვავის ჩამოწოლის შედეგად, თოვლში რამდენიმე მანქანა მოყვა, თუმცა მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ზვავის შედეგად დაზიანდა გაზსადენი, რის გამოც რამდენიმე შენობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. დიდთოვლობამ კოლორადოს შტატში ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა.

 

სტიქიის ზონაში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

 

 

 

 

big_banner
არქივი