logo_geo
მსახიობმა ჯული ენდრიუსმა ვენეციის კინოფესტივალის საპატიო ჯილდო მიიღო
- +

9 მარტი. 2019. 00:32

 

ბრიტანელმა მსახიობმა ჯული ენდრიუსმა კარიერული მიღწევებისთვის ვენეციის კინოფესტივალის საპატიო ჯილდო მიიღო. ამის შესახებ Hollywood Reporter- წერს.

 

ენდრიუსს მსოფლიო აღიარება 1967 წელს გადაღებულმა ფილმმა „მერი პოპინსმა“ მოუტანა. მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მან ოსკარიც მოიპოვა.

 

მსახიობმა კარიერა, მეორე მსოფლიო ომის დროს სამშობლოში დაიწყო, შემდეგ კი აშშ-ში გადავიდა, სადაც ბროდვეის თეატრში გამოდიოდა.

 

ვენეციის 76-ე კინოფესტივალი 28 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე გაიმართება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი