logo_geo
19 წლის „მის თინეიჯერი სამყარო“ გულის შეტევით გარდაიცვალა
- +

9 მარტი. 2019. 15:36

 

 

კონკურსის „მის თინეიჯერი სამყარო 2017“ გამარჯვებული ლოტე ვან დერ ზე 19 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შესახებ, გარდაცვლილი მოდელის მშობლებმა Instagram-გვერდზე დაწერეს.

 

„The Sun“-ის ინფორმაციით, ინციდენტი ავსტრიაში, სამთო-სათხილამურო კურორტ ვესტენდორფში მოხდა, სადაც ჰოლანდიელი მოდელი მშობლებთან ერთად ისვენებდა. მშობლების გადმოცემით, სიკვდილამდე, უკანასკნელ ღამეს გოგონა მეგობრებს შეხვდა და სახლში კმაყოფილი დაბრუნდა, ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ არაფერი უთქვამს.

 

მეორე დღეს გოგონა საუზმეზე არ გამოვიდა და როდესაც მშობლებმა მიაკითხეს, ნახეს, რომ ის ცუდად იყო. მალევე ვან დერ ზეეს გულის შეტევა დაემართა.

 

ავსტრიელმა ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში შეიყვანეს და მიუნხენის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. ექიმები იკვლევენ, რა შეიძლებოდა გამხდარიყო გულის შეტევის მიზეზი, თუმცა შედეგი ჯერ უცნობია. 19 წლის გოგონა თავის დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი