logo_geo
იაპონიაში სამგზავრო ბორანი ვეშაპს დაეჯახა - 5 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია
- +

9 მარტი. 2019. 17:26

 

 

იაპონიაში სამგზავრო ბორანი ვეშაპს დაეჯახა, რის შედეგადაც 87 ადამიანი დაშავდა. მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც.

 

ბორანი, სახელად „გინჰადა“, ქალაქ ნიიგატადან კუნძულ სადოს მიმართულებით მიემგზავრებოდა. ბორტზე სულ 121 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდნენ.

 

ავარიის დროს ბორანი საათში 80 კილომეტრის სიჩქარით მიდიოდა. სწორედ ამიტომ, სამგზავრო ბორანს ხშირად „წყლის ვერტმფრენს“ უწოდებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის მძიმე შედეგები მაღალ სიჩქარესთან არის დაკავშირებული.

 

 

big_banner
არქივი