logo_geo
მექსიკაში არქეოლოგებმა მაიას ცივილიზაციის „იაგუარის ღვთაების“ მღვიმე გახსნეს
- +

10 მარტი. 2019. 12:06

 

ლუის უნი პატარა ბიჭი იყო, როცა მღვიმე პირველად იხილა.

 

1966 წელს, მექსიკაში, ფერმერები შემთხვევით წააწყდნენ დამალულ მღვიმეს. აღმოჩენის შესახებ მათ მექსიკის წამყვან არქეოლოგს ამცნეს, რომელმაც შესასვლელი სათუთად დალუქა. გადიოდა ათწლეულები, უცნაური ადგილი ყველამ დაივიწყა, მაგრამ არა ლუის უნმა.

 

უნი, რომელიც ამჟამად უკვე 68 წლისაა, შარშან ხელმძღვანელობდა არქეოლოგთა ჯგუფს, რომლის მიზანიც მაიას უძველეს ქალაქ ჩიჩენ-იცას ქვეშ დამალული ამ მღვიმის საიდუმლოს ამოხსნა იყო. ჩიჩენ-იცა იუკატანის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ კიდეზე მდებარეობს.

 

რა იმალებოდა მღვიმეში? არქეოლოგთა შეფასებით, ეს აღმოჩენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ რეგიონში 1950-იანინ წლების შემდეგ. მღვიმეს ბალამკუს უწოდებენ, რაც მაიას ენაზე „ღმერთი იაგუარის მღვიმეს“ ნიშნავს. მათ წინაშე გადაიშალა მაიას ცივილიზაციის საკმაოდ კარგად შენახული ასობით არტეფაქტი.

 

მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის არქეოლოგის, გილერმო დე ანდას განცხადებით, ბალამკუ ჩიჩენ-იცას ისტორიას გადაწერს. მისი თქმით, შვიდ სხვადასხვა სარიტუალო ოთახში გადანაწილებული იყო ასობით არტეფაქტი, თანაც გასაოცრად კარგ მდგომარეობაში.

 

როგორც ჯგუფი იუწყება, მაიას ცივილიზაციის გვიანდელ კლასიკურ (ახ. წ. 700-800 წ.წ.) და ბოლო კლასიკურ პერიოდში იუკატანის ნახევარკუნძულზე გვალვა მძვინვარებდა, რაც მოსახლეობას აიძულებდა, წყალი ეძებნათ ყველგან, სადაც შეეძლოთ.

 

 

ბუნებრივი ჭების, ე. წ. სენოტებისა და მათგან გამავალი ვრცელი მღვიმეების სისტემის სახით, მაიას ხალხმა არა მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი მიწისქვეშა წყალი იპოვა, არამედ რაღაც უფრო მეტი - ღვთაებრიობა.

 

არქეოლოგთა განცხადებით, მაიას ხალხისთვის მღვიმეები და სენოტები მიწისქვეშა სამყაროს კარიბჭედ მიიჩნეოდა. მაიასთვის ისინი ერთ-ერთ უწმინდეს სივრცეებს წარმოადგენდა, რომლებიც ასევე ახდენდა გავლენას სხვადასხვა ძეგლების გეგმარებასა და სოციალურ ორგანიზაციაზე. მათი მნიშვნელობა ფუნდამენტურად უზარმაზარი იყო.

 

იმის გამო, ეს გიგანტური წყალქვეშა მღვიმეები იმდენივე საიდუმლოს ინახავს მაიას მისტიკური კულტურის შესახებ, რამდენსაც მიწისზედა მონუმენტები.

 

ამ სტრუქტურებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმულია ელ-კასტილიო, იგივე კუკულკანის ტაძარი - განსაცვიფრებელი პირამიდა, რომელიც ჩიჩენ-იცას მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ახლახან შესწავლილი მღვიმე მისგან მხოლოდ სამ კილომეტრში მდებარეობს.

 

 

ასეთი სიახლოვე ბალმაკუს და მასში აღმოჩენილ 200-ზე მეტ არტეფაქტს უმნიშვნელოვანეს ძეგლებად აქცევს.

 

გილერმო დე ანდას განცხადებით, იმის გამო, რომ მღვიმე საუკუნეების განმავლობაში დალუქული იყო, შეიცავს ფასდაუდებელ ინფორმაციას „წყლის ჯადოქრების ქალაქის“ დაარსებისა და დაცემის შესახებ; ასევე უნდა გაირკვეს, ვინ დააარსა ეს სახელგანთქმული ქალაქი.

 

არტეფაქტებს შორის არის საკმევლის დამჭერები, საჭმლის კონტეინერები, სასმელების ჭურჭლები. მრავალ ჭურჭელზე გამოსახულია წყლის ღმერთი ტლალოკი, რომელსაც უძველეს მესოამერიკულ კულტურებში სხვადასხვა ფორმებით გამოსახავდნენ.

 

ზოგიერთი არტეფაქტი შეიცავს უძველესი საკვების, ძვლების, მინერალებისა და თესლების კვალს. მათი ანალიზის შედეგად, მეცნიერები გაცილებით მეტ ინფორმაციას მიიღებენ იმ ხალხის შესახებ, რომელიც ამ დამალულ სივრცეში ცხოვრობდა.

 

შესაძლოა, წინ უფრო მეტი აღმოჩენაც გველოდება, რადგან ჭიაყელას ფორმის მღვიმე ასობით მეტრზე ივრცობა და ჯერ მთლიანად შესწავლილი არ არის.

 

არტეფაქტები ასე კარგად ძირითადად იმის გამოა შემონახული, რომ ბალამაკუ ბუნებრივად მიუდგომელ ადგილასაა განთავსებული. განსაკუთრებით რთულია მღვიმეში გადაადგილებაც, რადგან ზოგიერთ ადგილას სიმაღლე სულ რაღაც 40 სანტიმეტრია.

 

 

 

გარდა ამისა, მღვიმეში ცოტაა ჟანგბადიც, არ უნდა ყოფილიყვნენ გველები.

 

არქეოლოგები კვლევას აგრძელებენ და ამ ეტაპზე, ეძებენ შესაძლო მიწისქვეშა კავშირს ახლომდებარე პირამიდებთან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი