logo_geo
ალჟირში პრეზიდენტის 20 წლიან მმართველობას აპროტესტებენ
- +

10 მარტი. 2019. 22:33

 

ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა ჟენევაში მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

82 წლის პრეზიდენტმა ჟენევის საავადმყოფოში ორი კვირა იმკურნალა, 2013 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ, ის საჯაროდ იშვიათად ჩნდება ხოლმე. მისი თვითმფრინავი ბუფარიკის სამხედრო აეროპორტში დაჯდა. ოფიციალური განცხადების თანახმად, ის შემდეგ თვეს დაგეგმილ არჩევნებში ისევ, მეხუთედ აპირებს კენჭის ყრას, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

 

აქციებში ათასობით ადამიანი მონაწილეობს და ისინი პრეზიდენტის 20-წლიან მმართველობას აპროტესტებენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი