logo_geo
ვენესუელაში ელ-ენერგიის არქონის გამო 21 ადამიანი დაიღუპა
- +

12 მარტი. 2019. 00:55

 

 

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის არქონის გამო საავადმყოფოებში 21 ადამიანი დაიღუპა. პირველი მსხვერპლის შესახებ 8 მარტს გახდა ცნობილი. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

 

ვენესუელაში ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა და ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, ქვეყნის ეროვნულ ასამბლეას 30 დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განცხადება უკვე გაუგზავნა.

 

ელექტროენერგია ვენესუელაში 7 მარტს მაშინ გაითიშა, როდესაც მთავარ ჰიდროელექტროსადგურს პრობლემები შეექმნა.

 

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.

 

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს, ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი