logo_geo
აშშ ვენესუელადან საელჩოს ყველა თანამშრომელს გაიყვანს
- +

12 მარტი. 2019. 12:10

 

„აშშ ვენესუელადან საელჩოს ყველა თანამშრომელს გამოიყვან“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა. მაიკ პომპეოს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ვენესუელაში ვითარების გაუარესებას უკავშირდება და საელჩოში ამერიკელი დიპლომატების ყოფნა აშშ-ის პოლიტიკისთვის დამაბრკოლებელი გახდა.

 

კარაკასში განთავსებული დიპლომატიური წარმომადგენლობა ამერიკის საელჩოს თანამშრომლების ნაწილმა მიმდინარე წლის იანვარში დატოვა. 11 მარტს ვენესუელას რეჟიმის ლიდერმა, ნიკოლას მადურომ ორი ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებსაც ქვეყნის ელექტროსისტემის საბოტაჟი ედებათ ბრალად. მადურომ კაშხალის საკომუნიკაციო სისტემების დაზიანებაში აშშ დაადანაშაულა.

big_banner
არქივი