logo_geo
ბრაზილიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა
- +

12 მარტი. 2019. 12:19

 

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში ძლიერი წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. „Reuters“-ის ცნობით, რამდენიმე მათგანი საკუთარი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის არის მცირეწლოვანიც.

 

უხვი ნალექის გამო დატბორილია სან-პაულუს ქუჩები. შეფერხებულია საგზაო და სარკინიგზო მოძრაობა, რამაც სრული ქაოსი გამოიწვია.

 

წყალდიდობის გამო რამდენიმე ადგილას მეწყერიც ჩამოწვა. როგორც ცნობილია, დატბორილია „მერსედეს-ბენცის“ სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების ქარხანაც, რის გამოც მათი მუშაობა შეფერხებულია.

 

სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში კვლავ ნალექს პროგნოზირებენ.

big_banner
არქივი