logo_geo
რომ არა ემიგრანტი ქალი, დონალდ ტრამპი არ იქნებოდა... - ვინ იყო პრეზიდენტის დედა?
- +

31 იანვარი. 2017. 00:55



...1929 წელი. 17 წლის შოტლანდიელი მერი ენ მაკლეოდი გლაზგოდან ამერიკაში მიეშურება უკეთესი შესაძლებლობების საპოვნელად... ამერიკული ოცნების ძიებაში, ემიგრანტი გოგონა ნიუ იორკში აღმოჩნდა...


ტრამპის დედა ემიგრანტი იყო, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატი არასდროს ახსენებდა ამ ფაქტს საკუთარ ამომრჩეველს. მის ოფიციალურ საიტზე დედის წარმომავლობის შესახებ არაფერია ნათქვამი. მომავალი პრეზიდენტი მხოლოდ იმას ყვებოდა გამოსვლებში, რომ დედამისი ამერიკაში სამოგზაუროდ ჩამოვიდა და აქ სიყვარულის გამო დარჩა. თუმცა, არქივში დაცული დოკუმენტების თანახმად, ეს ასე სულაც არ არის...


ნიუ იორკში მერი მაკლეოდი საკუთარი თანამემამულეების კარგად მოწყობილ კომუნაში აღმოჩნდა, სადაც მისი ორი დაც იმყოფებოდა. მას ნიუ იორკამდე მისაღწევად რამდენიმე მოგზაურობის გამოვლა მოუხდა. ბოლო ორ გემზე, რომელზეც იმყოფებოდა, გოგონა მოსამსახურედ მუშაობდა. მოგვიანებით მერი მაკლეოდი მერი ტრამპი გახდა, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დედა. თუმცა, მერი 2000 წელს გარდაიცვალა, ვიდრე მისი შვილი პოლიტიკაში გადაწყვეტდა წასვლას.



მერი და მისი ორი და, რომლებიც ათშვილიან ოჯახში იზრდებოდნენ, შოტლანდიის მშობლიურ ქალაქ ტონგიდან სიღარიბეს და ოჯახურ სკანდალს გამოექცნენ - მერის და კეტრინმა 20-იანი წლების დასაწყისში ქორწინების გარეშე გააჩინა შვილი. 30-იან წლებში მერი მაკლეოდი ფრედერიკ ტრამპს შეხვდა და მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ფრედ ტრამპი მშენებელი იყო, რომელმაც სამშენებლო ბიზნესი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას დაიწყო.


ფრედი და მერი 1936 წელს დაქორწინდნენ და ქუინსში, ემიგრანტების უბანში დაიდეს ბინა. როგორც მდიდარი მშენებლის ცოლი, მერი ტრამპი ნიუ იორკის სოციალურ წრეში მალე გაერია. მონაწილეობას იღებდა ფილანტროპულ საქმეებში, ეხმარებოდა ცელებრალური დამბლისა და ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანებს. მერი ტრამპი 2000 წელს ნიუ იორკში გარდაიცვალა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი