logo_geo
მაიკ პომპეო: არ გვინდა, ჩვენი ევროპელი მოკავშირეები რუსულ გაზზე იყვნენ დამოკიდებულები
- +

13 მარტი. 2019. 15:24

 

 

„აშშ-ს არ სურს, რომ ევროპაში მისი მოკავშირეები რუსულ გაზზე დამოკიდებულები იყვნენ“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჰიუსტონში ენერგეტიკულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„არ გვსურს, რომ ჩვენი ევროპელი მოკავშირეები დამოკიდებულები იყვნენ რუსულ გაზზე პროექტ „ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის“ გამო. ჩვენ თავად არ გვსურს ვიყოთ დამოკიდებულები ვენესუელადან ნავთობის იმპორტზე“, - აღნიშნა პომპეომ.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, სწორედ ამიტომ, აშშ ზრდის გაზის მოპოვებასა და ექსპორტს. ის ასევე მზად არის, დაეხმაროს მეგობარ ქვეყნებს ენერგომატარებლების იმპორტის დივერსიფიცირებაში.

 

„ზოგიერთი ქვეყანა თავის ენერგორესურსებს მავნებლური მიზნებისთვის იყენებს და არა კეთილდღეობის განვითარებისთვის, როგორც ამას ჩვენ დასავლეთში ვაკეთებთ. ჩვენ ვახორციელებთ არა მხოლოდ ამერიკული ენერგორესურსების ექსპორტს, გადავცემთ მეგობრებსა და პარტნიორებს ჩვენი ღირებულებების სისტემას. რაც უფრო მეტად განვახორციელებთ თავისუფალი მეწარმეობის, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის ექსპორტს, მით უფრო წარმატებული იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და მით უფრო უსაფრთხოდ იქნება ამერიკელი ხალხი“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

 

სახელმწიფო მდივანმა კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის“ მშენებლობა და გერმანიას მისი შეჩერებისკენ მოუწოდა.

big_banner
არქივი