logo_geo
ბრიტანელ ექიმებს მოსთხოვეს, ორსულ ქალებს „მომავალი დედები“ არ უწოდონ!
- +

31 იანვარი. 2017. 02:37



Daily Mail -ის ინფორმაციით, ბრიტანელ ექიმებს მოსთხოვეს, ორსულ ქალებს მომავალი დედები არ უწოდონ. ამიერიდან, მათ რეკომენდაცია ეძლევათ გამოიყენონ ტერმინი „ორსული ადამიანი".  აღნიშნულ ინსტრუქციას შეიცავს 14 გვერდიანი დოკუმენტი სახელწოდებით - „ეფექტური კომუნიკაციის სახელმძღვანელო".  დოკუმენტი ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციამ გამოსცა. ექიმებს სიტყვა „დედა" ტრანსგენდერების შესაძლო შეურაცხყოფის გამო აეკრძალათ. აღნიშნულმა ინიციატივამ უკვე გამოიწვია დაბნეულობა არამარტო სამედიცინო საზოგადოებაში, არამედ პოლიტიკოსებშიც. ბრიტანეთის კონსერვატორმა დეპუტატმა ფილიპ დევისმა ინიციატივას სასაცილო უწოდა.


„თუ ორსულ ქალბატონს მომავალ დედას ვერ ვუწოდებთ, მაშინ საიდან მოდის მსოფლიო?",- განაცხადა დევისმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი