logo_geo
კარდინალ ჯორჯ პელს 2 არასრულწლოვან ბიჭზე სექსუალური ძალადობისათვის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- +

13 მარტი. 2019. 16:27

 

 

კარდინალ ჯორჯ პელს, ავსტრალიაში ორ არასრულწლოვან ბიჭზე სექსუალური ძალადობისათვის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მისთვის დამტკიცებული 5 ბრალიდან, თითოეული 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა, მოსამართლის თქმით, განაჩენის გამოტანისას კარდინალის ასაკი გაითვალისწინა.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ 1996 წელს, მელბურნის კათედრალში მან ორ 13 წლის ბიჭზე იძალადა. ერთ-ერთი მათგანი სასამართლოზე ჩვენების მისაცემად წარსდგა. მეორე 2014 წელს ნარკოტიკული საშუალების ზედოზირების გამო გარდაიცვალა.

 

77 წლის კარდინალი ბრალდებას კვლავ უარყოფს.

 

პელი, ვატიკანის ხაზინადარი და პაპის ერთ-ერთი მრჩეველი იყო და ამ დროისათვის ყველაზე მაღალი წოდების ფიგურაა კათოლიკური ეკლესიიდან, რომელიც მსგავსი დანაშაულისათვის გაასამართლეს.

 

 

big_banner
არქივი