logo_geo
ბოლო მონაცემებით ნიგერიაში 10 ადამიანია გარდაცვლილი
- +

13 მარტი. 2019. 23:06

 

 

ნიგერიის ქალაქ ლაგოსში, ბოლო ინფორმაციით, სკოლის შენობის ჩამონგრევას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა დაახლოებით 40 მოსწავლე უკვე გადაარჩინეს. ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მშობლები საკუთარ შვილებს სკოლის ნანგრევებსა და საავადმყოფოებში ეძებენ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ნიგერიაში, ქალაქ ლაგოსში  შენობა ჩამოინგრა, რომელშიც სკოლა და საცხოვრებელი ფართები იყო განთავსებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი