logo_geo
Fcebook-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ხარვეზები კიბერთავდასხმას არ უკავშირდებოდა
- +

14 მარტი. 2019. 11:55

 

სოციალურ ქსელ Facebook-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გუშინ დაფიქსირებული ხარვეზები კიბერთავდასხმას არ უკავშირდებოდა. აღნიშნული განცხადება კომპანიაში მას შემდეგ გააკეთეს, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს ცნობა, რომ Facebook-ს თავს ჰაკერები დაესხნენ.

 

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში ხარვეზები გუშინ საღამოს დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. Facebook-თან ერთად, პრობლემები შეექმნა Wattsap-ის Instagram-სა და Facebook-Massenger მომხმარებლებსაც.

 

მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. Facebook-ში აცხადებენ, რომ პრობლემის გამოსასწორებლად მუშაობენ.

 

ამჟამად Facebook ხარვეზების გარეშე მუშაობს.

 

 

 

 

big_banner
არქივი