logo_geo
ნიკარაგუაში 2 წლის ბავშვმა მთაში 5 დღე საკვებისა და წყლის გარეშე გაატარა
- +

14 მარტი. 2019. 14:47

 

ნიკარაგუის ჩრდილოეთ ნაწილში 2 წლის ბიჭი იპოვეს, რომელმაც მთიან რეგიონში 5 დღე წყლისა და საკვების გარეშე გაატარა. ამის შესახებ „Mirror“-ი წერს.

 

ენტონი იოჰენდრი მონტენეგრო ერერა მეზობელმა თავისი სახლიდან 300 მეტრის მოშორებით იპოვა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გამოკვლევები ჩაუტარდა.

 

ექიმების თქმით, მოზარდს კანი დაუზიანდა, თუმცა მთლიანობაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მათთვის გაუგებარია, როგორ გაძლო ბავშვმა 5 დღე საკვების, წყლისა და თბილი ტანსაცმლის გარეშე.

 

ბიჭის მამა მიიჩნევს, რომ ის შესაძლოა გაიტაცეს, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი