logo_geo
კენიის „დედოფალი სპილო“ მოკვდა - ფოტოგრაფმა მას უკანასკნელი სურათები გადაუღო
- +

14 მარტი. 2019. 17:41

 

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კენიის „დედოფალი სპილო“ 60 წლის ასაკში ბუნებრივი მიზეზების გამო მოკვდა.

 

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა უილ ბარარდ-ლუკასმა სპილოსთვის უკანასკნელი სურათების გადაღება მოასწრო.

 

„ეს ცხოველი საკუთარი თვალებით რომ არ მეხილა, არასდროს დავიჯერებდი ასეთი სპილოს არსებობას. სამყაროში სპილოების დედოფალი რომ არსებობდეს, ამ წოდებას აუცილებლად ეს სპილო მიიღებდა“, - თქვა ფოტოგრაფმა.

 

„დედოფალი სპილო" ბრაკონიერებში ძალიან მოთხოვნადი ცხოველი იყო, რადგან მისი ჯიშის სპილოებს განსაკუთრებით დიდი ეშვები აქვთ.

 

"მისი ეშვები იმდენად გრძელი იყო, რომ ისინი მიწას ეხებოდნენ. სპილო წარსული პერიოდიდან გადმოსულ ცხოველს გავდა“, - თქვა ფოტოგრაფმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი