logo_geo
თურქეთში მცხოვრები სირიელი ლტოლვილებისთვის ევროკავშირი 1.5 მილიარდ ევროს გამოყოფს
- +

14 მარტი. 2019. 17:57

 

„თურქეთში მცხოვრები სირიელი ლტოლვილებისთვის ევროკავშირი გრანტის სახით, 1.5 მილიარდ ევროს გამოყოფს“, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ  განაცხადა.

 

სირიის საკითხზე ევროკავშირისა და გაერო-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, ფედერიკა მოგერინიმ თქვა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური გზით უნდა მოხდეს.

 

თურქეთში 3.5 მილიონი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს. გაერო-ში ამბობენ, რომ ბრიუსელში მიმდინარე დონორთა კონფერენციაზე მთავარი ამოცანა სირიისთვის 6 მილიარდი დოლარის შეგროვებაა.

 

2011 წელს დაწყებულ სირიის კონფლიქტს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 10 მილიონზე მეტი კი დევნილად იქცა.

 

 

 

big_banner
არქივი