logo_geo
ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღს დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები აწერია
- +

15 მარტი. 2019. 11:48

 

Daly Mail“ ავრცელებს სურათს, სადაც ერთ-ერთი დაკავებულის იარაღზე დაწერილი იყო სხვადასხვა სახელები, მათ შორის ქართულ ენაზე დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები. როგორც გამოცემა აღნიშნავს, იარაღზე დატანილია იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც წარსულში „მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს“.

 

„ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთში ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40 ადამიანამდე გაიზარდა“, - ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა.

 

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო 27 დაღუპულზე. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.

 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევიდნენ. შესვლისთანავე მათ კარი ჩაკეტეს და სროლა დაიწყეს.

 

თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი