logo_geo
„Victoria's Secret“-ის ახალი „ანგელოზი“ ბარბარა პალვინი გახდა
- +

15 მარტი. 2019. 12:40

 

 

„Victoria’s Secret“-ის ახალი „ანგელოზი“ 25 წლის უნგრელი მოდელი ბარბარა პალვინი გახდა. ამის შესახებ მან ვიდეო საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა.

 

„ამას სამი თვე საიდუმლოდ ვინახავდი. ეს კარიერის მწვერვალია. როდესაც 13 წლის ვიყავი, „Victoria’s Secret“-ის შოუ ვნახე და ვთქვი - ერთ დღესაც მეც მოვხვდები აქ. 3 თუ 4 წლის შემდეგ პირველად ჩავატარე ფოტოსესია „Victoria’s Secret“-ის PINK-ისათვის. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ჩემი ბედისწერა იყო“, - წერს ბარბარა პალვინი.

 

მოდელი „Victoria's Secret“-ის შოუზე პირველად 2012 წელს გამოვიდა და ამის შემდეგ ბევრ გადაღებაში მიუღია მონაწილეობა. ის გასული წლის ნოემბრის შოუშიც მონაწილეობდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი