logo_geo
ვლადიმირ პუტინის სურათიანი საფლავის ქვის დადგმისთვის აქტივისტს პატიმრობა მიესაჯა
- +

15 მარტი. 2019. 14:03

 

 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სურათიანი საფლავის ქვის დადგმისთვის რუსეთის სასამართლომ აქტივისტს 28-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

დაკავებული კარიმ იამადაევია. ის აქციის გამართვის წესის დარღვევაში დამნაშავედ სცნეს. სასამართლომ ასევე, 6 დღით დააპატიმრა მისი თანამოაზრე აქტივისტი ნიკოლაი პერესედოვი.

 

კარიმ იამადაევი 10 მარტს დააკავეს, მას შემდეგ, რაც თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნიში აღმართა გრანიტის ქვა, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტის ფოტო იყო გამოსახული, პრეზიდენტის სრული სახელი ეწერა და აღნიშნული იყო წლები 1952-2019. მან საფლავის ქვა ქალაქის საგამოძიებო კომიტეტის ოფისის წინ დადგა.

 

მოგვიანებით საფლავის ქვის ფოტო ინტერნეტში მოძრაობამ „ბესსროჩკამ“ გაავრცელა.

 

„პუტინმა დამარხა თავისუფალი ინტერნეტი. ნაბერეჟნიე ჩელნის მცხოვრებლებმა კი, დამარხეს პუტინი“, - აღნიშნული იყო სოციალურ ქსელში ფოტოებთან დართულ კომენტარში.

 

 

big_banner
არქივი