logo_geo
დიდ ბრიტანეთში, გარდაცვლილი გოგოს ორგანოებით 5 ბავშვი გადაარჩინეს
- +

16 მარტი. 2019. 00:16

 

 

დიდ ბრიტანეთში მშობლების თანხმობით, 5 ბავშვს ელა ტეტჩერის გული, ფილტვები, ღვიძლი, პანკრეასი და 2 თირკმელი გადაუნერგეს. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

 

10 წლის ბავშვი ეპილეფსიის იშვიათი ფორმით იტანჯებოდა, რომელსაც დრავეს სინდრომი ეწოდება. ბავშვის მშობლები მისი გამოჯანმრთელების იმედს არ კარგავდნენ, რადგან მისი მდგომარეობა დროთა განმავლობაში უმჯობესდებოდა.

 

თუმცა 2018 წელს ბავშვი, მორიგი ძლიერი შეტევის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა. მოზარდმა გარკვეული დროის განმავლობაში სუნთქვა შეწყვიტა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.

 

მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა. ექიმებმა მშობლებს შეატყობინეს, რომ ელას ტვინის შეშუპება დაეწყო.

 

„როდესაც გავიაზრეთ, რომ ჩვენს შვილს ვერაფრით დავეხმარებოდით, ორგანოების დონორობაზე დავფიქრდით. ახლა მისი წყალობით 5 ბავშვი ცოცხალია. ეს შვილს ვერ დაგვიბრუნებს, თუმცა იმის გააზრება, რომ მან ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინა, შვებას გვაძლევს“, - ამბობს ბავშვის დედა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი